სემს არის ესთეტიკური მედიცინის პირველი ქართული საზოგადოება 2011 წლიდან.

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება დაარსდა 2011 წლის 4 ნოემბერს თბილისში, დერმატოვენეროლოგისა და ქიმიის სპეციალისტის ეკატერინე უგრეხელიძეს მიერ.

2012 წლის 24 თებერვალს, UIME-ს (Unione Internationale de Médecine Esthétique) IX ევროპულ კონგრესზე მადრიდში, ჩატარდა ნაციონალური საზოგადოებების პრეზიდენტების გენერალური ასამბლეა, სემსი ერთხმად მიღებულ იქნა სრულუფლებიან 27-ე წევრად ორგანიზაციაში (UIME).

სემს არის არაკომერციული კულტურული ასოციაცია. მისი მთავარი მიზანია ესთეტიკური მედიცინის განვითარება, ინფორმირება და შესწავლა: ის აკავშირებს სხვადასხვა დისციპლინებში მოღვაწე ექიმებს სხვადასხვა სპეციალიზაციით. საზოგადოება მართავს კონგრესებს, ტრენინგებისა და სპეციალიზაციის კურსებს ექიმებისთვის, რომლებიც დაინტერსებული არიან ესთეტიკური მედიცინის დარგით.

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების მიზნები:

  • სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის ექიმების კონსოლიდაცია, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრიის ექსპერიმენტული კვლევების სტიმულირება;
  • ესთეტიკურ მედიცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნიკური შინაარსის მქონე სტატიების გამოქვეყნება.

ამ მიზნების მისაღწევად, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება:

  • აწყობს კონფერენციებს, კონგრესებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და კურსებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • თანამშრომლობს სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებასთან;
  • ხელს უწყობს საგამომცემლო საქმიანობას;
  • აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს საერთაშორისო ჟურნალიში “Aesthetic Medicine” რომელიც არის ოფიციალუი გამომცემლობა UIME-ს ორგანიზაციის.

2013 წლიდან, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებამ გამართა ეროვნული და საერთაშორისო კონგრესები საქართველოში.

დაარსების დღიდან სემს– მა მოაწყო:

  • 4 საერთაშორისო კონგრესები (თბილისი);
  • 1 ნაციონალური კონგრესი (თბილისი).

2013 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების სამეცნიერო პარტნიორი, ამრიგად ქართველ ექიმებს ვთავაზობთ მედიცინაში დიპლომს შემდგომ საგანმანათლებლო პლატფორმას. ვთანამშრომლობთ დერმატოლოვენეროლოგიის დეპარტამენტთან და საქართველოს დერმატოვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიულ საზოგადოებასთან. 

ირაკლი აბაშიძის ქ. N 77, 0162 თბილისი (საქართველოს)
ტელეფონის ნომერი: +995 577 545 108
E-mail: info@gsoam.ge