aesthetic-medicine-journalესთეტიკური მედიცინის ჟურნალი არის ორგანიზაცია UIME-ს (Union Internationale de Médecine Esthétique) ოფიციალური გამომცემლობა. ჟურნალი მთლიანად ეძღვნება  ესთეტიკური მედიცინის მეცნიერულ სიახლეებს.

ესთეტიკური მედიცინის ჟურნალი გამოიცემა წელიწადში 4-ჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი)

ჟურნალი უფასოა UIME-ს ყველა მეცნიერული საზოგადოების წევრებისთვის.

ოფიციალური ენა არის ინგლისური

წარმოდგენილია სტატიები შემდეგი საზოგადოებების წარმომადგენლებისგან:

Aesthetic and Anti-Aging Medicine Society of South Africa – Aesthetics Medical Society of Uruguay – Aesthetic Medicine Society of Venezuela – Algerian Society of Aesthetic Medicine – American Academy of Aesthetic Medicine – Argentine Society of Aesthetic Medicine – Canadian Association of Aesthetic Medicine – Colombian Association of Aesthetic Medicine – Ecuadorian Society of Aesthetic Medicine – French Society of Aesthetic Medicine – Georgian Society of Aesthetic Medicine – Italian Society of Aesthetic Medicine – Kazakhstan Association of Aesthetic Medicine and Plastic Surgery – Korean Academy of Aesthetic Medicine – Mexican Scientific Society of Aesthetic Medicine – Moroccan Society of Aesthetic Medicine – Polish Society of Aesthetic and Anti-Aging Medicine of Polish Medical Society – Romanian Society for Aesthetic Medicine and Dermatologic Surgery – Society of Aesthetic Medicine in Turkey – Spanish Society of Aesthetic Medicine – Swiss Society of Aesthetic Medicine – Ukrainian Society of Aesthetic Medicine.

 

თქვენი ნაშრომი საჭიროა გამოგზავნოთ ჩვენს ელ.ფოსტაზე : info@gsoam.ge . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : 2 25 05 65 ; 577 545 108 მისამართი: თბილისი, ირაკლი აბაშიძის 77


 

სტატია უნდა იყოს ინგლისურ ენაზე

ყველა სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს : სრული სახელი, გვარი, პროფესიონალური კვალიფიკაცია, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი – უნდა გამოიგზავნოს Word ფორმატში.

ყველა თანდართული სურათი უნდა იყოს დანომრილი თანმიმდევრობის მიხედვით, უნდა შეესაბამებოდეს ტექსტს. ამას გარდა სურათები საჭიროა ცალკე გამოგზავნოთ კარგ ხარისხში (მინიმუმ 300 Dpi, TIFF ან JPEG ფორმატში).

ცხრილები და გრაფიკები, უნდა იყოს დანომრილი და შეესაბამებოდეს ტექსტს. საჭიროა გამოგზავნოთ ცალკე, სასურველია Excel-ის ფორმატში.

საჭიროა მიუთითოთ საავტოორო წყარო, უკვე გამოქვეყნებული მასალის ან შესაძლოა დაურთოთ ადამიანების პორტრეტები, თუ ისინი ცნობადები არიან.

სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • სათაური, მოკლე აბრივიატურების გარეშე
  • ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)ი და გვარ(ებ)ი და მისი/მათი პროფესიონალური კვალიფიკაცია
  • შინაარსი (საშუალოდ 15 წინადადება)
  • keywords გამოყენებული სიტყვები (2-5)
  • ბიბლიოგრაფია.

სტატიის ტრუქტურა

 

თუ სტატია არის მიმოხილვა (კლინიკური შემთვევები, ექსპერიმენტი, სხვ.) საკმარისია ტექსტი გაიყოს აბზაცებისა და ქვეაბზაცების მიხედვით,  მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელად.

 

თუ ეს არის კვლევა, სტატიის სტრუქტურა უნდა იყოს შემდეგნაირი:

 

  • საფუძველი,ბაზა, რომელიც ასახავს საკვლევი საკითხის ამჟამინდელ ცოდნის დონეს
  • კვლევის ამოცანები და მიზნები
  • კვლევის მასალა და მეთოდები დეტალურად აღწერილი, რათა მკითხველს შეეძლოს რეპროდუცირება.
  • შედეგები უნდა იყოს მოცემული მაქსიმალური სიზუსტით და თანხვედრაში უნდა იყოს გრაფიკებსა და ცხრილებთან
  • დისკუსიები და დასკვნები,აქცენტი უნდა გაკეთდეს შესაბამის საკვლევ საკითხთან დაკავშირებულ ინოვაცურ და მნიშვნელოვან ასპექტებზე
  • ლიტერატურული წყაროები უნდა იყოს ჩამოთვლილი მოცემულ ტექსტში არაბული ნუმერაციით(თანმიმდევრობით).

 

ციტირება უნდა მოხდეს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის (AMA) ციტირების სტილით. ამიტომ ციტირებისას მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, ორიგინალური სტატიის სათაური, ჟურნალის სათაური, გამოცემის წელი, ტირაჟი, პირველი და ბოლო გვერდის ნომერი. სქოლიოში ციტატები მოცემული უნდა იყოს ფრჩხილებში ჩაწერილი ნუმერაციით.

 

სარედაქციო კომიტეტი დაამტკიცებს გამოცემას. ავტორები მიიღებენ შესწორებულ პროექტებს, რომელიც შემოწმების შემდეგ უნდა გამოგზავნონ უკან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. დაგვიანების შემთხვევაში სარედაქციო კომიტეტი შეუდგება ბეჭდვას. ავტორები და ორგანიზაცია, რომელისაც ისინი მიეკუთვნებიან ექსკლუზიურად არიან პასუხისმგებელნი გამოქვეყნებულ სტატიაზე. ნაშრომები არ შეიძლება პარალელურად იყოს შეთავაზებული სხვა რედაქციებთან, არც გამოქვეყნებული სხვა ჟურნალებში. რედაქციის მხრიდან ნაშრომი დაიბეჭდება უსასყიდლოდ, ავტორი არ მიიღებს ანაზღაურებას. გამოცემული ქონება ეკუთვნის რედაქციას. ექსტრაქტების დაბეჭდვა ნებადართულია და შეიძლება მოთხოვნილ და შეთანხმებული იქნას სარედაქციო კომიტეტთან. ჟურნალი არის საერთაშორისო გამოცემის კანონების დაცვის ქვეშ.