გასული კონგრესი

სასტუმრო “ბილტმორში“ საქართველოს ესთეტიკური მედიცინის მე-5 ნაციონალური კონგრესი გაიხსნა. მასში მონაწილეობას იღებენ ესთეტიკური მედიცინის დარგში მოღვაწე უცხოელი და ქართველი წამყვანი სპეციალისტები.

ორდღიანი კონგრესის პირველი სესია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ – ზაზა ბოხუამ და საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტმა – ეკატერინე უგრეხელიძემ გახსნეს. კონგრესზე ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით ​ სესიები​ გაიმართა ​- დერმატო-ვენეროლოგია, პლასტიკური ქირურგია, უროლოგია, ესთეტიკური გინეკოლოგია და სხვ; დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს და კოლეგებს გაუზიარეს ესთეტიკურ მედიცინის უახლესი მიღწევები.

გასული კონგრესი

გამოფენა

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ნაციონალური კონგრესების პარარელურად ესთეტიკური მედიცინის დარგში მოღვაწე კომპანიებს ეძლევათ საშუალება წარადგინონ თავიანთი ბრენდი. საზოგადოება გთავაზობთ სხვადასხვა სასპონსორო პაკეტებს.

გამოფენა

Recent Posts

See what other people are saying about us